ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ფანრები აანთეს და აღნიშნეს, რომ „ჩაბნელებული ევროპის მოედანი აუცილებლად განათდება“.
აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო, ასევე, ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან. აქციის მონაწილეები საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.