მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციის დანაყოფები მივიდნენ

მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციის დანაყოფები მივიდნენ

10-11-2024, 21:36 - 2024
1 524
       

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.
 
პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
 
სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.
 
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება და მოხდება ყველა იმ ადამიანს იდენტიფიცირება, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობდა და გზა გადაკეტა.
 
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ დაშლას, მათი განმარტებით, ეს არის „შეშინებული ხელისუფლების ქმედება“ და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.
 
აქციის მონაწილეები მსვლელობის ევროპის მოედნისკენ გაგრძელებას გეგმავენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები