ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.