აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მარჯანიშვილიდან დაიწყო.
ოპოზიციური პარტიების, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული მსვლელობა, სავარაუდოდ, გმირთა მოედანზე დასრულდება.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ სად დგას ქართული საზოგადოება.