მოსალოდნელია თოვლი და ძლიერი ქარბურქი | ამინდის პროგნოზი

მოსალოდნელია თოვლი და ძლიერი ქარბურქი | ამინდის პროგნოზი

4-11-2024, 16:36 - 2024
1 883
       

საქართველოში ამინდი გაუარესდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
 
ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
 
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები