გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა, 7 223 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 575 999 შემთხვევა, მათგან 15 981 პირი გარდაიცვალა, 1 429 763 კი გამოჯანმრთელდა.