Telegraph: თალიბანმა ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა

Telegraph: თალიბანმა ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა

30-10-2024, 20:56 - 2024
746
       

Telegraph-ის ცნობით, თალიბანმა ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა.
 
„სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის“ მინისტრმა ახალი შეზღუდვა, ორშაბათს, ხმოვანი შეტყობინებით გააგზავნა.
 
მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის გადაწყვეტილების დეტალები დაუზუსტებელია, ავღანელი უფლებადამცველების თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ქალებს ფაქტობრივად ერთმანეთთან საუბარი აეკრძალათ.
 
„ფსიქოლოგიური წამების ფორმაა. ავღანეთში ცხოვრება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, წარმოუდგენლად მძიმეა. ყოველდღიურად გვაწამებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვისმინოთ სხვა ქალების ხმა და მე არ მესმის, საიდან მოდის ეს შეხედულებები“, - უთხრა The Telegraph-ს ქაბულში მცხოვრებმა ავღანელმა ქალმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები