ბაიდენმა ზელენსკის რუსეთის უკრაინაში შეჭრის სავარაუდო დრო დაუსახელა

ბაიდენმა ზელენსკის რუსეთის უკრაინაში შეჭრის სავარაუდო დრო დაუსახელა

29-01-2022, 02:23 - 2022
964
       

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა, განაცხადა, რომ საუბრისას ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ემილი ჰორნმა.

მედიის იუწყება, რომ ანონიმური წყაროების ცნობით, ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიას თავს, სავარაუდოდ, კიევის ჩრდილოეთიდან დაესხმება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები