მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მას ირაკლი კობახიძე მასპინძლობს.
გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, ორბანი ამ დრომდე ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება აღიარა და მიულოცა.
ის თბილისში გუშინ ჩამოვიდა. სასტუმროდან გამომავალ ორბანს რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.
პრორუსი ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უკვე შეაფასა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს.