თბილისიდან რეგიონებისკენ ავტომობილების კოლონები გადაადგილდება

თბილისიდან რეგიონებისკენ ავტომობილების კოლონები გადაადგილდება

25-10-2024, 21:56 - 2024
562
       

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი არჩენვებისთვის მოსახლეობა ემზადება. დღეს დედაქალაქი ასობით ადამიანმა დატოვა.
 
თბილისიდან რეგიონებისკენ კი ამ დროისთვის ავტომობილების კოლონები გადაადგილდება.
 
იმის გამო, რომ რეგიონში წამსვლელთა რაოდენობა დიდია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში კოლაფსი შეიქმნა. მატარებლის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ბილეთები დეფიციტშია.
 
სამოქალაქო საზოგადოებამ კი პრობლემას სოლიდარობის არნახული მაგალითით უპასუხა. „პლატფორმა 26“-ის გარშემო გაერთიანებულმა სამოქალაქო მოძრაობებმა და მოქალაქეებმა თბილისიდან რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის  ავტობუსები საკუთარი ხარჯით იქირავეს.
 
დღეს რესპუბლიკის მოედანი არ იყო ერთადერთი ლოკაცია, სადაც რეგიონებში ხმის მისაცემად მიმავალი მოქალაქეები იკრიბებოდნენ. დილიდან ხალხმრავლობა იყო ავტოსადგურებში. ადამიანებით სავსე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსი დედაქალაქიდან სხვადასხვა რეგიონში ერთი მისიით წავიდა.
 
დღეს თითქმის არც ერთი ავტომობილი თბილისიდან ცარიელი არ გასულა. ევროპული იდეის გარშემო დარაზმული ათასობით მოქალაქე , რომელმაც თბილისი უკვე დატოვა, ხვალ დილიდან საარჩევნო უბნებზე მივა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები