თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში „სუფთა ხელებით“ არ მოსულა.
„ხშირად ახსენებს ხოლმე ივანიშვილი თავის ხელწერას, რომ "მე სუფთა ხელებით მოვედი და ა.შ... ივანიშვილმა რუსეთში შექმნა ბანკი - Россииский Кредит, ამავდროულად ის ყოველთვის ამისამართებს ხალხს თავის "ვედომოსტის" სტატიაზე. ანუ, თავისივე ინტერვიუზე აკეთებს რეფერენს, რომ ხალხს აჩვენოს, რომ თითქოს „როგორი სუფთა ხელებით მოვედიო“.
რეალურად, მან რა გააკეთა? - ბანკ Россииский Кредит-იდან აიღო დეპოზიტარების ფული, რუსი პენსიონერების და ხალხის თანხა. ამ თანხით შეიძინა დიდძალი აქტივები, რომლებმაც სწორედ ის გახადა მილიარდერი. შემდეგ ამ ხალხს უთხრა 98-ში, რომ ბოდიში, მე ამ ფულს ვერ გიბრუნებთ, დაგიბრუნებთ 20 წელიწადში გაუფასურებულ რუბლებსო. ამავდროულად კი, ეს მთელი აქტივები თავისთვის დაიტოვა.
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ეს არის პირდაპირ კრიმინალი დღესაც და მაშინაც. შესაბამისად, ნურავის ნუ ატყუებს თავის სუფთად ნაშოვნ ფულზე“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.