პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქეთი თურაზაშვილის მამა და პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.
თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში იყო და ელისაშვილის თქმით, მას მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში შეურაცხყოფა მიაყენა, საუბრის შემდეგ კი თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.