გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირება შეუძლებელია რუსეთის ბოლო ქმედებების გათვალისწინებით. მისი თქმით, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ლიცენზია შეუჩერა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს დაუყოვნებელი სანქციები უნდა დაუწესდეს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის მილსადენი გასული წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ჯერ არ ფუნქციონირებდა.