თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს.
გასულ წელს, იმაზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე დაბრუნდა.
2023 წელს ემიგრაციაში წასული 164 ათასამდე მოქალაქიდან 70% - 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% - 15 წლამდე ბავშვია.
ბოლო 10 წელში ემიგრაციაში წავიდა 815 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში 265 ათასით ნაკლები - 550,919 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.