უკრაინა-რუსეთის კრიზისის ფონზე ნავთობის ფასი იზრდება

უკრაინა-რუსეთის კრიზისის ფონზე ნავთობის ფასი იზრდება

22-02-2022, 14:18 - 2022
561
       

„ბიბისი“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი იზრდება იმის შიშით, რომ უკრაინა-რუსეთის კრიზისი მთელ მსოფლიოში მის მიწოდებას შეაფერხებს.

მედიის ცნობით, Brent-ის ნავთობის ფასმა, სამშაბათს შვიდწლიან მაქსიმუმს - 97,76 აშშ დოლარს (72 ფუნტი) ბარელზე მიაღწია. გარდა ამისა, ლონდონში, FTSE 100 აქციების ინდექსი 1,4%-ზე მეტით დაბალ დონეზე გაიხსნა.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც გუშინ გვიან ღამით, ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. დიდი ბრიტანეთი და რამდენიმე დასავლელი მოკავშირე რუსეთს სანქციებით დაემუქრნენ. 

როგორც BBC წერს, რუსეთი სიდიდით ნავთობის მეორე ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ. რუსეთი ასევე არის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები