ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხუდადოვის ქუჩაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

8-10-2024, 20:08 - 2024
1 343
       

მეხანძრეები ხუდადოვის ქუჩაზე ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.


უკვე ერთი საათია, კორპუსის მაღალ სართულზე საცხოვრებელი ბინა იწვის. 

ცეცხლი, სავარაუდოდ, გვერდით მდებარე ბინასაც მოედო. 

ადგილზე ამ დრომდე ათობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხანძრის სავარაუდო მიზეზი კაბელებია. ცნობილია ისიც, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები