საქართველოში ამინდის ცვალებადობაა მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

საქართველოში ამინდის ცვალებადობაა მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

3-10-2024, 11:38 - 2024
1 738
       

3 ოქტომბერს, ხუთშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26°-მდე მოიმატებს.


დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +21, +26°; მთაში +18, +23°; მაღალმთაში +14, +19°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +21, +26°; მთაში +17, +22°; მაღალმთაში +9, +14°, ზოგან +21°-მდე.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ტემპერატურა +25°-მდე მოიმატებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები