ხელისუფლებამ ემიგრანტების უმეტესობას ხმის მიცემის უფლება წაართვა

ხელისუფლებამ ემიგრანტების უმეტესობას ხმის მიცემის უფლება წაართვა

30-09-2024, 16:57 - 2024
741
       

ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ხელისუფლებამ ხმის უფლების გარეშე დატოვა. 


საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. 

აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული. 

მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ISFED-ის და ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის სახელით. სასამართლომ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. 

სარჩელის მიზანს ემიგრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რომლებიც 4 ქვეყენაში: ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დამატებითი უბნების გახსნას ითხოვდნენ.

ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები