ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პანდემია გარკვეულწილად მწვავე ფაზის დასრულებისკენ მიდის.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში არსებობს მოლოდინი, რომ პანდემია ენდემურ გავრცელებაზე გადავა.
„გარკვეულწილად პანდემია მიდის მწვავე ფაზის დასრულებისკენ. საუბარია მწვავე ფაზის დასრულებაზე, როდესაც გლობალურად მთელ მსოფლიოს აქვს მოლოდინი, რომ პანდემიური მდგომარეობიდან ენდემურ გავრცელებაზე გადავალთ, რასაც ქვეყანაში გარკვეული წესები დასჭირდება მისი მართვის შეკავებისთვის. ამ მიმართულებით პირველი იქნება ვაქცინაცია. ჩვენ რომ შევინარჩუნოთ სტაბილიზაციის ფაზა უნდა გვქონდეს საკმარისი იმუნური ფენა, ეს ფენა მიიღწევა ვაქცინაციის შედეგად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.