საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

29-09-2024, 18:06 - 2024
1 017
       

საბურთალოზე 27 სექტემბერს გვიან ღამით მოკლული ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. 


ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 

„საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.

გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს“, - წერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები