ამ დროისთვის, ავთანდილის ქუჩაზე, სადაც ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ცხოვრობდა, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
კორპუსი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ბექა ჯაიანზე ძებნა გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.