„მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი“

„მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი“

28-01-2022, 02:00 - 2022
625
       

„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია”, - ამის შესახებ მიმართვა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა.

გაფრინდაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ Netflix-ის წინააღმდეგ საქმეს მოიგებს.

„მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს. მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს. დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის. უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელ მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამედე“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები