დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა

4-08-2024, 00:25 - 2024
392
       

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

 
წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო. 

ცენტრი ყოველწლიურად შეერთებული შტატებისგან 10 მილიონი დოლარის დახმარებას იღებდა, რაც სამეცნიერო პროექტებსა და პერსონალის გადამზადებას ხმარდებოდა.

ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული პროექტია საქართველოში, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში, მაგალითად, კოვიდ-პანდემიის დროს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ამასთან, მის გარშემო ვნებათაღელვა და მითების გავრცელება რუსეთის მხრიდან - გახსნის დღიდან, 10 წელზე მეტია არ შეწყვეტილა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები