საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პატიმრობას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს, ამიტომ მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს.