პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა

2-08-2024, 13:53 - 2024
363
       

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა.


გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 

7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები