2 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 2 აგვისტოს 11:00 საათიდან 3 აგვისტოს 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონი:
დაბა წავკისს, დაბა კიკეთს, დაბა კოჯორს, წყნეთს, სოფ. ბეთანიას, სოფ. ახალდაბას, კვესეთს და სამადლოს.