რეკლამა
„84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეცვლის“ - პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა

„84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეცვლის“ - პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა

28-05-2024, 21:16 - 2024
12 377

„84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია!“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს.


მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

„მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია! და მე ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე“, - ამბობს ზურაბიშვილი.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა