სპეცრაზმი, ნიღბიანი პირები და სპეცტექნიკა | აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს

სპეცრაზმი, ნიღბიანი პირები და სპეცტექნიკა | აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს

14-05-2024, 17:30 - 2024
2 645
       

სპეცრაზმელებმა და ნიღბიანი პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს. 


ისინი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებიდან. 

ისინი აქციის მონაწილეებისკენ მიემართებიან და როგორც მოქალაქეების, ისე მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან.

ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენლებიც. 

პარლამენტის უკან კი სპეცტექნიკაა განთავსებული. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები