პარლამენტთან პოლიციამ სკოლის მოსწავლე დააკავა

პარლამენტთან პოლიციამ სკოლის მოსწავლე დააკავა

14-05-2024, 16:56 - 2024
459
       

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება, ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა. 


ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც პარლამენტის შენობის თაღებთან იმყოფებოდა, სამართალდამცავები მიუახლოვდნენ და პარლამენტის შიდა ეზოში შეიყვანეს. 

ის, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეა და ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ უბრალოდ განარიდეს ტერიტორიას. 

მასთან ერთად წაიყვანეს ჟურნალისტი რატი მუჯირიც, თუმცა ის უკვე თავისუფალია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები