„სულხან-საბა ორბელიანის“ უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

„სულხან-საბა ორბელიანის“ უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

14-05-2024, 13:12 - 2024
406
       

„სულხან-საბა ორბელიანის“ უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა.


ამის შესახებ გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო.

„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. 

ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია“, - ნათქვამია უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები