ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა.
პარლამენტის ოთხივე მხარეს განლაგებული არიან საპოლიციო ძალები.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ოთხივე მხარეს იმყოფებიან.
ამბობენ, რომ არაფრის ეშინიათ და უკან დახევას არ აპირებენ.
პარალელურად, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრა.
საპოლიციო ძალები გამოჩნდა ჩიტაძის ქუჩაზეც.