თავისუფლების მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები განლაგდნენ

თავისუფლების მოედანზე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები განლაგდნენ

13-05-2024, 00:59 - 2024
789
       

თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. 


ადგილზეა წყლის ჭავლის და ხმოვანი, გამაფრთხილებელი სიგნალის მანქანებიც. 

მოედანზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფებიც, მათ შორის რობოკოპების ათზე მეტი მანქანა. 

რობოკოპები აღჭურვილი არიან წიწაკის სპრეითა და მხუთავი აირის კაფსულების შესაბამისი იარაღით. 

ანალოგიური ვითარებაა პარლამენტის მიმდებარედ და შიდა ეზოში. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარედ 12 მაისის 22:00 საათიდან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-ღამისთევა მიმდინარეობს. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები