საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ.
არსებული ინფორმაციით, პოლიციაა მობილიზებული ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
მანამდე კი სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის ჯებირებით ჩაკეტა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 12 მაისის 22:00 საათიდან პარლამენტთან აქცია-ღამისთევა მიმდინარეობს.