„TV პირველის“ ინფორმაციით, ტელევიზიის შენობასთან ნიღბიანი პირებით, ორი მანქანა იყო ჩასაფრებული.
როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა „TV პირველის“ ეთერში თქვა, ერთ-ერთი მანქანა ტელევიზიის ტერიტორიაზეც შევიდა.
მანქანებმა ტელევიზიის ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ნოდარ მელაძე მათთან მივიდა და ჰკითხა, რატომ იყვნენ ადგილზე.