ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ

ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ

9-05-2024, 04:29 - 2024
819
       

ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს.


 ამის შესახებ ორბორბლიანების მარშის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია Facebook-ზე.

„მეგობრებო,

ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.

სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღარ უპასუხოთ მაგინებლების ზარებს. სავარაუდოდ დარეკვით გებულობენ ზუსტ ადგილსამყოფელს და არ მივცეთ საშუალება იმის რომ მოგვადგნენ და გვცემონ.

არ გავჩერდეთ! ვერ შეგვაშინებენ!“, - წერს პერტია. 

       
მსგავსი სიახლეები