30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართავს.
ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსული კანონის ინიცირებამ და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი.
ევროპარლამენტარები ბორელს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ, შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი
ქვეყნისთვის იგივეა და მას ყველამ უნდა სცეს პატივი.