Visioner-მა დათვალა რომ „ოცნების“ მიერ ტოტალური მობილიზაციის გამოცხადებისა და რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანის მიუხედავად, ივანიშვილის აქციამ პროევროპულ აქციის რაოდენობას ვერ გადაუსწრო.
Visioner-ის ცნობით, დღეს რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე 97 892 ადამიანი იდგა.
გუშინ, პროევროპულ მარშს კი 106 573 ადამიანი დაესწრო.
ეს რაოდენობა სპეციალური დათვლის შედეგად - მიახლოებითი მასშტაბების დადგენით მოიკვლიეს.