73 მომხრე - 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტად წოდებული საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენითაც მიიღო.
კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.
ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.
ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.
კანონპროექტი მესამე მოსმენაზეც დღეს გადის.