მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციელებმა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენეს.
ამ დროისთვის უცნობია, სად წაიყვანეს ელისაშვილი. სავარაუდოდ, ის ტერიტორიას განარიდეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ელისაშვილი, სანამ მას მანქანაში ჩატენიან, სახიდან სისხლს იშორებს, თუმცა, რა მოხდა, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა.