ალეკო ელისაშვილის სახლთან ნიღბიანი პირები მივიდნენ

ალეკო ელისაშვილის სახლთან ნიღბიანი პირები მივიდნენ
16-04-2024, 03:12 - 2024
254

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის სახლში ნიღბიანი პირები მივიდნენ.


ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავად განაცხადა.

„არც ძველი ბიჭი ვყოფილვარ არასდროს და არც ხულიგანი. ამომასხა, თვალებში ვუყურებდი ფილიპე მახარაძეებს, სერგო ორჯონიკიძეებს, მიხა ცხაკაიებს, რომლებიც ასე უტიფრად, დემაგოგიურად მიგვათრევენ რუსეთში და როცა არგუმენტს ეუბნები უტიფრობას გვპასუხობენ.

ეგრევე სახლში მოვარდნენ, ნიღბებით, 3-4 ვიღაცა ბავშვი იყო. ძალიან ცუდი, რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს ასრულებენ. დაიწყეს მოხატავა და რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა კინწისკვრით გაყარეს. ველოდები ყველაფერს, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ არ მეშინია. გიჟი არა ვარ. ახლა არის არჩევანი - საქართველო იქნება თავისუფალი ქვეყანა, თუ შეგვათრევენ რუსეთში. ამას როგორც შემეძლო წინ აღვუდექი და როგორც შემეძლება წინ აღვუდგები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელისაშვილმა პარლამენტში იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე, სადაც მმართველი პარტიის მიერ დაინცირებულ რუსულ კანონს განიხილავდნენ, უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე სცემა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა