მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს

მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს

21-02-2022, 16:35 - 2022
643
       

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს.

აღნიშნულის შესახებ ექს-პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვისას განაცხადა.

„ვაცხადებუვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტისგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს - კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა. ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები