სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

27-02-2024, 17:19 - 2024
885
       

თურქეთში საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის ლევან დრეიძეს ეძებენ. 


ნათესავი ამბობს, რომ მასთან კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონიათ.

ლევან დრეიძის ბიძაშვილის თქმით, კაცი სამი თვეა, რაც თურქეთში, სტამბოლშია წასული. მისი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. 

ნათესავებმა მომხდართან დაკავშირებით აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ - 599639360.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები