რიყის დოქები კვლავ აუქციონზე გადის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რიყის დოქების საწყისი ფასი 10 მილიონი იქნება იმ პირობით, რომ შემსყიდველი მინიმუმ 20 მილიონი ინვესტიციას განახორციელებს.
„მთავრობაზე ვიმსჯელეთ რიყის დოქების შესახებ იმიტომ, რომ ის ფასით, რომელიც გამოცხადებული იყო, ვერ მივიღეთ ინვესტორების დაინტერესება. აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი და შემდგომში პირობა არის, რომ მინიმუმ 20 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.