2023 წელს მსოფლიო მოსახლეობა თითქმის 75 მილიონით გაიზარდა

2023 წელს მსოფლიო მოსახლეობა თითქმის 75 მილიონით გაიზარდა

31-12-2023, 19:03 - 2023
1 607
       

მსოფლიო მოსახლეობა 2023 წელს თითქმის 1%-ით, 75 მილიონი ადამიანით გაიზარდა. 


ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აღწერის ბიურო ავრცელებს და წერს, რომ დეკემბრის ბოლოს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,073 მილიარდია.

აშშ-ის აღწერის ბიუროს პროგნოზით, მოსახლეობის 9 მილიარდამდე გაზრდას სულ მცირე 14 წელი, 10 მილიარდის მიღწევას კი დაახლოებით 16,4 წელიწადი დასჭირდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები