ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის ზრდის მექანიზმებსა და რესურსებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ხელის შემწყობ მექანიზმად პრივატიზების დაჩქარებული პროცესი მიაჩნია. მინისტრი ამბობს, რომ რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხმებას მიაღწიეს და ეს ობიექტები წარმოდგენილია აუქციონებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას, ამიტომ ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რაც სახელმწიფოს გააჩნია. ერთ-ერთი წყარო ჩვენი შეხედულებით, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს, ეს შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს, ეს არის დაჩქარებული პრივატიზების პროცესი, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხმება და ეს ობიექტები წარმოდგენილია აუქციონებზე. ვაგრძელებთ ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო აქტივების პრივატიზებას ეხება და გვინდა ამ კუთხით მოვიზიდოთ ინვესტიციები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.