ისრაელის არმიის გენერალი აღიარებს, რომ სამხედროებმა ვერ აღკვეთეს ჰამასის თავდასხმა

ისრაელის არმიის გენერალი აღიარებს, რომ სამხედროებმა ვერ აღკვეთეს ჰამასის თავდასხმა

12-10-2023, 21:01 - 2023
1 002
       

„ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, შაბათს დილით ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ბრძოლის დროა“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერზი ჰალევი.


ლეიტენანტმა აღიარა წარუმატებლობას, რამაც ხელი შეუწყო ჰამასის შეღწევას და მასობრივ მკვლელობებს.

„IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები. იაჰია სინვარმა, ღაზას სექტორის მმართველმა, გადაწყვიტა ეს საშინელი თავდასხმა და ამიტომ ის და მისი მთელი სისტემა განწირულია. ჩვენ მათ თავს დავესხმებით, დავანგრევთ მათ, დავანგრევთ მათ სისტემას. ღაზა აღარასოდეს იქნება იგივე“, - ამბობს ის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები