რუსეთმა უკრაინაში 80-ჯერ გახსნა ცეცხლი - დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო

რუსეთმა უკრაინაში 80-ჯერ გახსნა ცეცხლი - დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო

21-02-2022, 10:16 - 2022
707
       

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უგულებელყოფას აგრძელებენ.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის პოზიციებზე 80 თავდასხმა განახორციელეს , მათგან 72-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს.

მოწინააღმდეგის სროლის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის ჭრილობები მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, შტაბმა აღნიშნა, რომ მიმდინარე დღის განმავლობაში ბოევიკების მიერ დაფიქსირდა 8 დარღვევა, მათგან 8 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის მოწინააღმდეგის მოქმედებების შედეგად დანაკარგი არ არის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები