საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა.
ფასების ბოლო, 10-თეთრიანი მატება დღეს დაფიქსირდა. 
შესაბამისად, 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი  3 ლარი ღირს, სუპერის ფასი კი 4 ლარამდეა.
მიზეზი რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რამაც რეგიონში ბენზინის ფასების კორექტირება გამოიწვია. 
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 21 სექტემბერს შეზღუდა.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 









 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
