„უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე“ | ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუჩერა

„უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე“ | ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუჩერა

22-09-2023, 22:40 - 2023
811
       

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუჩერა.


ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა.

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. 

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები