„ქართული ოცნების“ მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას, გერმანული მედია ეხმაურება.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პირობებს უყენებს - თუ ის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
„ოპოზიციამ, თავის მხრივ, პირობა წაუყენა პრეზიდენტს: თუ ის პატიმრობაში მყოფ და აშკარად მძიმედ დაავადებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან“, - ნათქვამია გერმანული მედიის სტატიაში.